ვიგო დრენტეზე ხმას არ იღებს

AutoSharing Option
"ერკულესმა" ბოლო ტურში გამანადგურებელი მარცხი იწვნია "მალიორკასთან" - 0:3.

ალიკანტეელებს ამ შეხვედრაში ჰოლანდიელი როისტონ დრენტე აკლდათ, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ფინანსური დავა აქვს. დრენტე "რეალის" საკუთრებაა, ვალენსიურ კლუბში კი იჯარით თამაშობს და არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ საუკეთესოა გუნდში.

თამაშის შემდეგ "ერკულესის" თავკაცმა ესტებან ვიგომ დრენტეს შესახებ საუბარი არ ისურვა, ეს კაცი არ მიხსენოთ: "სანამ დრენტე ვარჯიშს არ განაახლებს, მასთან ლაპარაკს არ ვაპირებ და კარგი იქნება, თუკი მის შესახებ კითხვებსაც არ დამისვამთ, - განაცხადა ვიგომ. - ძნელია, ზუსტად ავხსნა, რა მოხდა
აქ, პირველმა ორმა გოლმა ბოლო მოგვიღო. მთავარია, ამ წაგებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, თორემ "მალიორკასთან" მარცხი კატასტროფა სულაც არ არის".

სხვათა შორის, დრენტე უკვე გამოცხადდა კლუბში, მაგრამ ვარჯიშის განახლებამდე კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ითხოვს. მოკლედ, ჰოლანდიელის მომავალი "ერკულესში" ისევ ბურუსით მოცულია.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული