დევიდ მოიესს დენი ინგსის გადაბირება სურს

AutoSharing Option
ბასკური "სოსიედადის" მწვრთნელი დევიდ მოიესი, რომელიც სანსებასტიანელებს 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული უდგას სათავეში, ისევ აქტიურად ადევნებს პრემიერლიგას თვალყურს და ამ წუთისთვის, "ბარნლის" შემტევი დენი ინგსითაა აღფრთოვანებული.

შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ნებისმიერი ისურვებდა თავის გუნდში და ეს "ნებისმიერი", პირველ რიგში, თავად მოიესია.

ინგსს კიდევ ბევრი მსურველი ჰყავს და ალბათ, სეზონის ბოლოს 22 წლის შემტევი გუნდს გამოიცვლის. შონ დაიჩი იმითაც კმაყოფილია, რომ იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეინარჩუნა.

"დენი ბრწყინვალედ გამოიყურება და საგრძნობი პროგრესი აქვს. ის არის ფეხბურთელი, რომლის ყოლაც
ნებისმიერ გუნდს და მწვრთნელს გაახარებდა. შევძლებთ თუ არა ინგსის "სოსიედადში" მოწვევას? ვერ გეტყვით, თუმცა ნებისმიერ მოთამაშეს სიამოვნებით დავეხმარები და ხელს შევუწყობ, ვინც აქეთ წამოსვლას გადაწყვეტს. ესპანეთი თამაშისა და ზრდისთვის შესანიშნავი ადგილია" - ამბობს მოიესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოიესი მაგარი მწვრთნელია
bubu 13
19:24 11-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული