მოურინიო და პრესიადო არ დაისჯებიან

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირების გამართვის კომიტეტმა გადაწყვიტა, "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსა და ხიხონის "სპორტინგში" მისი კოლეგის, მანუელ პრესიადოს, ერთმანეთის მიმართ გამოთქმულ განცხადებებზე საქმე დახუროს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მოურინიომ საჯაროდ გამოთქვა ეჭვი, რომ "სპორტინგი" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "ბარსელონასთვის" წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობდა. ამის საპასუხოდ აღშფოთებულმა პრესიადომ პორტუგალიელ მწვრთნელს არამზადა უწოდა. 24 ნოემბერს სპორტში ძალადობასთან, რასიზმთან, ქსენოფობიასთან და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული ინციდენტის გამოძიება და აუცილებლობის შემთხვევაში დამნაშავეების დასჯა სთხოვა.

ტურნირების ჩატარების კომიტეტის თავმჯდომარემ ალფრედო ფლორესმა განაცხადა,
რომ მისმა ორგანიზაციამ განიხილა ხსენებული საქმე და მწვრთნელების მოქმედებაში ისეთი ვერაფერი დაინახა, რის გამოც მათი დასჯა იქნებოდა აუცილებელი.

თუმცა დასძინა, რომ პროფესიული საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს საჯარო კომენტარების დროს მეტი თავშეკავება მართებთ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული