ჩავი: ვამაყობ იმით, რომ ბარსელონაში ვთამაშობ

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ნახევამრცველმა ჩავი ერნანდესმა ესპანეთის თასის 1/8 ფინალში, ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა.

ფეხბურთელმა კატალონიელთა რიგებში თავისი 550-ე შეხვედრა ჩაატა, რითაც ამ მაჩვენებლებით "ბარსას" ექსფეხბურთელი მიგელი უკან ჩამოიტოვა, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 549 მატჩში უთამაშია.

"ბარსელონას" მაისურით თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. სიმართლე გითხრათ, თავი სხვა კლუბში ვერც წარმომიდგენია, რამდენადაც "ბარსა" ჩემი ცხოვრების ნაწილია. რაც შეეხება ჩემ ახალ რეკორდს, ძალიან ბედნიერი და ამასთან, ამაყი ვარ, რომ მიგელის შედეგის გაუმჯობესება შევძელი", - განაცხადა ჩავიმ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული