ფეხბურთელმა კატალონიელთა რიგებში თავისი 550-ე შეხვედრა ჩაატა, რითაც ამ მაჩვენებლებით "ბარსას" ექსფეხბურთელი მიგელი უკან ჩამოიტოვა, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 549 მატჩში უთამაშია.
"ბარსელონას" მაისურით თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. სიმართლე გითხრათ, თავი სხვა კლუბში ვერც წარმომიდგენია, რამდენადაც "ბარსა" ჩემი ცხოვრების ნაწილია. რაც შეეხება ჩემ ახალ რეკორდს, ძალიან ბედნიერი და ამასთან, ამაყი ვარ, რომ მიგელის შედეგის გაუმჯობესება შევძელი", - განაცხადა ჩავიმ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
.