რადამელ ფალკაო შესაძლოა "ვალენსიაში" გადავიდეს

AutoSharing Option
"მონაკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაო, რომელიც ამჟამად, იჯარის წესით, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, შესაძლოა, ზაფხულში "ვალენსიაში" აღმოჩნდეს.

ბრიტანული "სანის" ცნობით, 29 წლის სამხრეთამერიკელის აგენტი ჟორჟე მენდეში ფალკაოს პოტენციურ მყიდველებთან მართავს მოლაპარაკებებს. თუკი "იუნაიტედი" არ დაიტოვებს ფალკაოს, რაც სავარაუდოდ, ასეც იქნება, საქმეში "ვალენსია" ჩაერთვება.

"მონაკო" ფალკაოს დაახლოებით 55 მილიონ ევროდ აფასებს. ფორვარდს მონეგასკებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა მადრიდის "ატლეტიკოდან" საფრანგეთში გადასვლის მერე ფალკაოს კარიერა "მონაკოში" ვერაფრით აეწყო. ამ სეზონში ლუი ვან გაალის გუნდში ფალკაომ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე
პასი გააკეთა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული