იკერ კასილიასი: მადრიდის "რეალს" შეუძლია ისტორია შექმნას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარეს, იკერ კასილიასს სჯერა, რომ "რეალს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება და ამ გზით ისტორიაში შესვლა. 1992 წლის შემდეგ, რაც გათამაშებას ჩემპიონთა ლიგა ეწოდა, მსგავსი რამ ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა. ახლა კი "რეალს" შანსი აქვს, გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ზედიზედ ორჯერ დაეუფლება.

"წელს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც რეკორდის დამყარება შეუძლია, რადგანაც შარშანდელი გამარჯვებულები ვართ. ვიცით, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ. ამბიციური გუნდი ვართ, ახალგაზრდობისა და გამოცდილების
შერწყმით, რატომაც არა?

ვიმედოვნებ, შარშანდელი წარმატების გამეორებას შევძლებთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება გვაქვს, ნახევარფინალში სამჯერ გავედით, სადაც ახლოს ვიყავით ფინალში გასვლასთან, თუმცა ვერ შევძელით. ახლა ბევრად გამოცდილები ვართ და ეს საქმეს უფრო გაგვიიოლებს", - განაცხადა კასილიასმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული