კანიმ მოურინიოს ბოთლი ესროლა

AutoSharing Option
"ვილიარეალის" ნახევარმცველი რუბენ კანი "რეალთან" მატჩის 83-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს, რადგან "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს პლასტმასის ბოთლი ესროლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მადრიდელთა ნახევარმცველმა კაკამ "ვილიარეალის" კარში მეოთხე გოლი გაიტანა. დედაქალაქური კლუბის თავკაცმა მეტოქე გუნდის სათადარიგოთა სკამის წინ ჩაიარა, რაც მასპინძლებმა პროვოკაციად მიიჩნიეს, რის შემდეგაც კანიმ გადაწყვიტა მოურინიოსთვის სამაგიერო ბოთლის სროლით გადაეხადა.

"საერთოდ, გოლის ჩემს ვაჟიშვილთან ერთად აღსანიშნავად მივდიოდი, ის კი სწორედ "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის უკან იჯდა. მეტოქემ კი რატომღაც იფიქრა, რომ მისი პროვოკაციაზე წამოგება მინდოდა",
- ასე ახსნა თავისი საქციელი მოურინიომ.


მომზადებულია AS-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია ჟოზე ბევრჯერ იწვევს ხოლმე და აღიზიანებს მეტოქეს მაგრამ ერთი ნატელია ის უძლიერესია!!!!!!!!
halamadrid
14:32 10-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული