ხუანფრანი ატლეტიკოში გადადის

AutoSharing Option
"ოსასუნას" ნახევარმცველი ხუანფრანი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს. 26 წლის ჰავბეკმა მადრიდული კლუბისგან წინადადება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო, მაგრამ მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე მხოლოდ გუშინ მივიდნენ. სატრანსფერო თანხა დაახლოებით 4 მილიონ ევროს შეადგენს.

დღეს ხუანფრანი მადრიდში უნდა ჩავიდეს, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს. პრიმერას მიმდინარე სეზონში ნახევარმცველი მოედანზე ყველა 18 მატჩში გამოვიდა და ერთი გოლი გაიტანა.


მომზადებულია AS-ის მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული