"იმ სიმამაცის წყალობით მოვიგეთ, რომელიც გუნდმა ამ თამაშში აჩვენა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. პირველ ტაიმში მოედანზე მხოლოდ ყვითელმაისურიანი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ ვიცოდით როგორ გვეპასუხა და მეორე ტაიმში უკვე მხოლოდ თეთრმაისურიანი გუნდი თამაშობდა. "რეალმა" საოცრად ითამაშა.
"ვილიარეალმა" ფანტასტიკური თამაში აჩვენა, ამიტომ პირველი 45 წუთი არ მომეწონა. არ მიყვარს, როცა
მარსელო და კაკა ფლანგზე განლაგდნენ, იოზილი და ხედირა - ცენტრში, კრიშტიანუ რონალდო და ბენზემა კი წინ ირჯებოდნენ. ექვსი შემტევი ფეხბურთელი გვყავდა, პლუს ხაბი ალონსო, რომელიც უშუალოდ მათ უკან თამაშობდა. "ვილიარეალს" მძიმე დღე ადგა, მაგრამ კონტრშეტევაზე გატანა შეძლო. მეორეს მხრივ, მეტოქეს ჩვენთვის ბურთის ართმევა უჭირდა. გავრისკეთ და გავიმარჯვეთ. ამ ტურნირში, სადაც წამყვანი გუნდები ქულებს თითქმის არ კარგავენ, არ შეიძლება უბრალოდ დაჯდე და ელოდო.
კაკამ შესანიშნავად ითამაშა, ის მაშინ გამოვიდა, როდესაც ბურთს თითქმის მთელ დროს ჩვენ ვფლობდით. მეოთხე გოლი ფანტასტიკური გამოდგა. კაკასთვის არაფერი იქნებოდა უკეთესი, ვიდრე "ბერნაბეუზე" გრძელი თვეების შემდეგ დაბრუნება და მაშინვე გოლის გატანა.
რონალდოს თამაში უბრალოდ მანცვიფრებს. ის მატჩს მატჩზე იგებს და ასეა ყოველ კვირას. არ ვიცი, როგორ აღვწერო მისი თამაში.
მინდოდა გოლი ჩემს ვაჟიშვილთან აღმენიშნა, რომელიც "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის უკან იჯდა", - ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.
მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
.