ყველაზე მეტი ბურთი რონალდოს "სევილიასთვის" (18) აქვს გატანილი. 15-ჯერ პორტუგალიელმა მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" კარი დალაშქრა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში "გრანადასთან" რონალდომ პენტა თრიქი შეასრულა. ამ ხუთი გოლის წყალობით რონალდო ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის 213 გოლით მერვეა.