კრიშტიანო რონალდოს ყვითელი ბარათი გაუუქმეს და "ეიბარის" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურში, "ეიბართან" გასამართ საშინაო შეხვედრაში თამაშს შეძლებს. ამის შესახებ Marca იუწყება.

წყაროს ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "სამეფო კლუბს" უკვე აცნობა, რომ დააკმაყოფილა მისი პეტიცია მოთამაშის ყვითელი ბარათის ანულირების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ გაფრთხილება "რაიო ვალეკანოსთან" წინა ტურის მატჩში მიიღო, რომელიც "რეალმა" ანგარიშით 2:0 მოიგო. მთავარმა არბიტრმა მარიო მელერომ ჩათვალა, რომ პორტუგალიელი მეტოქის საჯარიმოში განგებ დაეცა და სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

მადრიდის "რეალი" "ეიბარს" 11 აპრილს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Ibragimovichs ratom ar mouxsnes citeli.masac ar ekutvnoda.imas vambob rom visac undat imas uxsnian da piriqit.
kaxa
15:14 13-04-2015
0
შენ შეიძლება პირველად გაიგე მაგრამ ხდება ეს და მიგებულია ფეხბურტსი
levan
02:07 11-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული