გარეთ ბეილი 2-3 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი "მალაგასთან" (3:1) ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში მიღებული ტრავმის გამო საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

25 წლის უელსელს დაზიანება მარცხენა ფეხზე აქვს. გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ბეილი 2-3 კვირა ვერ ითამაშებს და მადრიდის "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, უელსელი "სელტასთან", "ალმერიასა" და "სევილიასთანაც" არ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული