თავიდან მისი ტრავმა უფრო მსუბუქი ეგონათ, მაგრამ სამედიცინო ტესტებმა "ხეტაფეს" თავკაცი მიჩელი ერთობ დაამწუხრა. ექიმები იმედოვნებენ, რომ არისმენდი "ერკულესთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდება, რომელიც თებერვლის ბოლოს იგეგმება.
მიჩელი თითქმის გამოუვალ მდგომარეობაშია - ადრიან კოლუნგა ახლახან დაბრუნდა ტრავმის მოშუშების შემდეგ და ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ხოლო მიკუს ერთი მატჩი კიდევ მოსახდელი აქვს დისკვალიფიკაციის სახით.
.