მიუხედავად იმისა, რომ "ესპანიოლმა" მთავარი დამრტყმელი ძალა დაკარგა, არგენტინელი სპეციალისტი სულაც არ ფიქრობს სატრანსფერო ბაზარზე გასვლას: "მე მჯერა ჩვენი ფორვარდების და ვიმედოვნებ, რომ ისინი ოსვალდოს კარგად შეცვლიან.
კლუბში თავდამსხმელის შეძენის საკითხი საერთოდ არ დაგვისვამს, არ არის ამისი საჭიროება. ოსვალდოს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ის ხომ ჩვენი მთავარი მეგოლეა", - განაცხადა პოჩეტინომ.
.