ხუანფრანი დღეს გაფორმდება

AutoSharing Option
დღეს "ატლეტიკო" ახალ ფეხბურთელს წარადგენს - მადრიდულმა კლუბმა "ოსასუნასგან" 4 მილიონ ევროდ ნახევარმცველი ხუანფრანი შეიძინა. ორივე კლუბმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გარიგება შედგა - 26 წლის ხუანფრანი ამიერიდან "ატლეტიკოს" ნახევარდაცვას გააძლიერებს.

პამპლონელები ხუანფრანის გაყიდვას 7 მილიონზე ნაკლებად არ აპირებდნენ, მაგრამ დათმობაზე წასვლა მოუწიათ. ხუანფრანი უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს, მან "ესტადიო რეინო დე ნავარაზე" 5 სეზონი გაატარა.

ხუანფრანი "ატლეტიკოს" მეორე შენაძენია ზამთრის სატრანსფერო სეზონში, "კორინთიანსის" ნახევარმცველი ელიასის შემდეგ. მოკლედ, კიკე ფლორესი ჯერ შუახაზს აძლიერებს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული