მე რონალდოს სტილის ვარ, მასავით სწრაფი და გოლზე დაგეშილი

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" განაპირა შემტევი ველინგტონ სილვა სეზონის დარჩენილ ნახევარს ლა ლიგაში გაატარებს. 18 წლის ბრაზილიელი ვალენსიაშია, სადაც "ლევანტესთან" გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება.

პრემიერლიგის მოყვარულები ასეთ ფეხბურთელს "არსენალში" ვერ გაიხსენებენ - ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა 2009 წლის 31 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება "არსენალთან", რომელიც ძალაში მაშინ უნდა შესულიყო, როცა ბრაზილიელი 18 წლის გახდებოდა. ველინგტონმა რამდენჯერმე გამოიჩინა თავი "არსენალის" სარეზერვო გუნდში, მაგრამ ვერაფრით მიიღო ინგლისში მუშაობის უფლება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ნიჭიერი შემტევი ლა ლიგაში გადადის.

გუშინ ველინგტონმა შემდეგი განუცხადა ჟურნალისტებს: "ძალიან
გახარებული ვარ, მინდა კარგად წარმოვაჩინო თავი. არ ვიცი, რა სიხშირით მათამაშებენ ახალ გუნდში, მაგრამ შევეცდები, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო", - განაცხადა ბრაზილიელმა, რომელსაც, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ აწუხებს თავმდაბლობა: "მე რონალდოს სტილის ვარ, მასავით სწრაფი და გოლზე დაგეშილი", - თქვა ბრაზილიელმა ოფიციალური წარდგინებისას.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული