"ვალენსიას" ნახევარმცველმა ხუან მატამ და კლუბის ხელმძღვანელობამ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ მოილაპარაკეს. ესპანეთის ნაკრების მოთამაშის ახალი კონტრაქტი ძალაში 2014 წლამდე იქნება. მატა "ღამურების" შემადგენლობაში 2007 წლიდან გამოდის და 122 ჩატარებულ მატჩში მის ანგარიშზე 28 გატანილი გოლია. ჰავბეკი კონტრაქტს ხელს თებერვლის ბოლოს მოაწერს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
.