კრიშტიანო რონალდო დი სტეფანოს და მესის გაუთანაბრდა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს გოლი "იუვენტუსის" კარში 307-ე იყო პორტუგალიელისთვის "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში.

30 წლის რონალდო "რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა. ახლა რონალდო მხოლოდ რაულ გონსალეს ბლანკოს ჩამორჩება, რომელმაც "რეალის" მაისურით 323 გოლი გაიტანა. რონალდო "რეალში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2009 წელს გადავიდა. მან 307-დან 219 პრიმერა დივიზიონში გაიტანა, 62 ჩემპიონთა ლიგაზე, 21 თასზე, 3 ესპანეთის სუპერთასზე, ხოლო 2 ევროპის სუპერთასზე.

სხვათა შორის, რონალდოს გოლი 77-ე იყო ჩემპიონთა ლიგაზე ამ ფეხბურთელისთვის. ამ მაჩვენებლით რონალდო ლეო მესის გაუთანაბრდა, მაგრამ არგენტინელს ფინალში თამაში რჩება, რონალდომ
კი ამ სეზონში ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ბიჭო რო ფაეხბურთელი რონალდუა. სუ ცარიელ კარში გააქვს ან პენლები. ფინტი მაგან არ იცის პასის გაკეთება და კაცის მოტყუება. ერთხელ მაინც ყავს მაგას მოტყუებული ან პიკე ან კომპანი ან ნესტა ან სილვა ან რომელიმე სხვა ვარსკვლავი? :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
Saba
02:07 16-05-2015
0
შენნაირებს ფეხბურთის ყურება უნდა აუკრძალო სამუდამოდ
gagas--s
12:34 15-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული