ვიქტორ ვასკესი ბლექბერნში?

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ვიქტორ ვასკესმა კარიერა შესაძლოა "ბლექბერნში" გააგრძელოს. ინგლისურმა კლუბმა კატალონიელებს უკვე მიმართა მისი ესპანელი მოთამაშის შეძენის წინადადებით.

23 წლის ფორვარდმა კატალონიელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რუბინთან" ( 2:0). ამ შეხვედრაში ვასკესმა 83-ე წუთზე გოლი გაიტანა.

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იცის, თავდამსხმელს სხვა კლუბში გადასვლა რომ სურს და ამჟამად საზღვრავს, აუცილებლად სჭირდება თუ არა იგი. შეგახსენებთ, რომ ვასკესი გუნდთან ერთად ვარჯიშს, ტრავმის შემდეგ, რამდენიმე დღეა, რაც დაუბრუნდა.



მომზადებულია AS-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული