"ვალენსიას" ლიდერმა ხუან მატამ "ლოს ჩესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ საჯაროდ კლუბის პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემ განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობის თავყრილობის შემდეგ. გარემარბის კონტრაქტი კლუბთან მომავალ სეზონში სრულდებოდა და მატამ რამდენჯერმე მოითხოვა, ახალი ხელშეკრულების გაფორმება, თუკი მისი შენარჩუნება "ვალენსიაში" სურდათ.
მატასთან და მის აგენტთან კლუბი მოლაპარაკებას წელიწადზე მეტხანს მართავდა, მაგრამ აქამდე შედეგი არ ჩანდა. ბევრმა იფიქრა, რომ მატაც "ვალენსიას" სხვა ლიდერების ბედს გაიზიარებდა, რომელთაც კარიერა სხვაგან გააგრძელეს.
საზეიმო ცერემონიალი კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს დენიაში გაიმართება. ახალ სეზონში მატამ "ვალენსიას" რიგებში (ყველა ტურნირში)
.