"რეალის" ვიცე-პრეზიდენტს გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა წამოცდა

AutoSharing Option
ფოტოზე: მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და ვიცე-პრეზიდენტი დე ბლასი
მადრიდის "რეალის" მეორე ვიცე-პრეზიდენტ ედუარდო ფერნანდეს დე ბლასს ერთერთ ღონისძიებაზე, შემთხვევით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა წამოცდა.

მისი სიტყვები ადასტურებს ევროპული პრესის ვარაუდს, რომ "სამეფო კლუბში" კარლო ანჩელოტის შემცვლელი რაფაელ ბენიტესი იქნება.

"კარლო ანჩელოტის მადლიერი ვართ ყველაფრისთვის. ჯერ კიდევ სამი დღის წინ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყო. ორი წლის წინ ასეთი ჟოზე მოურინიო იყო, მომავალი კვირიდან კი - რაფაელ ბენიტესი იქნება", - აქვეყნებს დე ბლასის ნათქვამს გამოცემა AS.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული