"ალმერიას" ქუდს ვუხდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის პრიმერადივიზიონში "ალმერიასთან" ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა.

"დღეს ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ სეზონის მთელი მეორე ნახევარი წინაა. პირველ ტაიმში ჩვეულ რიტმში თამაში ვერ შევძელით. "ალმერია" დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა. ამასთან მასპინძლები ძალიან ორგანიზებულად ირჯებოდნენ და თავისი პოტენციალი გამოავლინეს. მეტოქის წინაშე ქუდს ვიხდი. "ალმერიამ" ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

არ ვაპირებ მსაჯობაზე ჩივილს. მათზე საუბარს დადებით ტონალობაში ვამჯობინებ, როგორც ეს გასულ ხუთშაბათს "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გოლი თამაშგარედან გავიდა. თუ კარგის
თქმა არ შემიძლია, უმჯობესია გავჩუმდე. ამ მსაჯს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ესპანეთში პირველად გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ყველა ვიცვლებით, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონი პერეს ლასა 2011 წელსაც ისეთი დარჩა, როგორიც 1996 წელს იყო.

ვფიქრობ, აქამდე კარგად ვთამაშობდით. 15 მატჩი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და ორი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ეს ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის. იმედი გვაქვს ჩემპიონატის მეორე ნახევარში თამაშს გავაუმჯობესებთ", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ცუდია, რომ ვერ მოიგეს,არადა ბევრი შანსი ჰქონდათ.
tazo-real madrid fan
18:16 17-01-2011
0

სიახლეები პოპულარული