ხოსეპ გვარდიოლა: ოთხქულიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ესპანეთის ჩემპიონატის 19-ე ტურში "მალაგასთან" 4:1 გამარჯვების შემდეგ პრიმერადივიზიონის პირველი ნახევარი შეაფასა.

"შესანიშნავი პირველი წრე ჩავატარეთ. ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბედნიერი ვარ, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით. თუ ასპარეზობას ასეთ დონეზე განვაგრძობთ, ტიტულის მოპოვებასაც შევძლებთ.

ამჟამად მეორე ადგილს ოთხი ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ეს არცთუ დიდი სხვაობაა, რადგან "ვალენსიასთან", "სევილიასთან", "ვილიარეალთან" და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გველის თამაში", - განაცხად გვარდიოლამ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული