34 წლის გოლკიპერს კონტრაქტი "ლოს მერენგესთან" 2017 წლამდე აქვს, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, ის უკვე შეუთანხმდა ხელმძღვანელობას ხელშეკრულების გაწყვეტაზე.
მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომლებიდანაც ყველაზე სარფიანი თურქული "ფენერბაჰჩეს" ვარიანტია. მეკარე, რომელსაც მთელი კარიერა "სამეფო კლუბში" აქვს გატარებული, ევროპიდან წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" შესაძლოა, უახლოეს მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დავიდ დე ხეა გადაიბიროს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"