"ბარსელონამ" პრიმერას სამი რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გუშინ "მალაგასთან" გამარჯვებით ესპანეთის ჩემპიონატში სამი ახალი რეკორდი დაამყარა. გუნდმა ზედიზედ წაუგებელი მატჩების მიხედვით რეკორდი (28) დაამხო, ასევე ჩემპიონატის პირველი წრე ქულების სარეკორდო მაჩვენებლით (52) და გამარჯვებათა რეკორდული რიცხვით (17) მოიგო.

ესპანეთის ჩემპიონატის წინა რეკორდი წაუგებელი მატჩების მიხედვით "ბარსელონამ" 1973/74 წლის სეზონში დაამყარა და ის 27 თამაშს შეადგენდა. ამჯერად რეკორდი ორ სეზონზე "გაიწელა" - გასულსა და მიმდინარეზე.

რაც შეეხება ჩემპიონატის პირველი წრის რეკორდს, "ბარსელონამ" მოპოვებული ქულების მიხედვით საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც 2008/09 წლის სეზონში დაამყარა და ასევე - "რეალის"
რეკორდი მოგებების მიხედვით, რომელიც 1960/61 წლის სეზონში დამყარდა.

ბოლო ოცი წლის მანძილზე გუნდი, რომელიც "ზამთრის ჩემპიონი" (ანუ პირველი წრის გამარჯვებული) გახდა, 15 შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონატი, საბოლოო ჯამშიც, პირველ ადგილზე დაასრულა. ამჟამად "ბარსელონა" მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის "რეალს" ოთხი ქულით უსწრებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული