სერხიო რამოსის მოთხოვნა: 10 მილიონი და არც ერთი ცენტით ნაკლები!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ისეთი კლუბია, რომ ძირითად ევროპულ მედიაში "სამეფო კლუბის" მიერ სხვა გუნდების ვარსკვლავებზე "ნადირობაზე" წერენ. თუმცა ამ დღეებში პირიქითაა - ინგლისური და ესპანური მედიის საყვარელი თემა სერხიო რამოსის "რეალიდან" აბარგება და "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლაა.

"მარკას" ინფორმაციით, გუშინ სერხიო რამოსმა "რეალის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა "ვალდებებასის" ბაზაზე გამართა. როგორც ჩანს, შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს და რამოსის წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

სერხიოს ახლანდელ ხელშეკრულებას 2017 წელს უსრულდება ვადა. ფლორენტინო პერესმა რამოსს ხელფასის სახით წელიწადში 7,5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების
29 წლის მცველს ეს შემოთავაზება არ მოეწონა. რამოსი ამტკიცებს, რომ ის წელიწადში, სულ მცირე, 10 მილიონ ევროს იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" რამოსის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს და გოლკიპერ დავიდ დე ხეას გამოდის. სხვათა შორის, მედიასთან საუბარში რამოსი უარყოფს შესაძლო ტრანსფერს და ირწმუნება, რომ მადრიდიდან წასვლა მის გეგმებში არ შედის.

სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" "სევილიადან" გადავიდა. მან "სამეფო კლუბის" მაისურით 445 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორს არაფერი არ ეშლება, უარესი რეალი უკვე 90მილიონს ითხოვს
giorgi
17:01 29-06-2015
0
ავტორ რამე ხოარ გეშლება შემთხვევით???ანუ გამოდის 60 მილიონი ღიირს რამოსიი???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული