მაშ, "რეალს" ვინ: იკერის გზა რომში მიდის, დე ხეა რჩება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი", შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ სეზონის დაწყების წინ მეკარეთა მწვავე კრიზისი ჰქონდეს. როგორ?

როგორ და, გუნდის ლეგენდა და კაპიტანი იკერ კასილიასი, მგონი, ისე გააბრაზეს, რომ წასვლის სურვილი საბოლოოდ ამოიჭრა გულში. ამასობაში, "ნისლიან ალბიონზე" 180 გრადუსით შეტრიალდა სიტუაცია, იკერის შესაძლო შემცვლელ დავიდ დე ხეასთან დაკავშირებით, ხოლო კეილორ ნავასი ოპერაციას იკეთებს...

უკვე დასამალი არაა, რომ "სამეფო კლუბში" იკერის ჩანაცვლება სურთ. იკერს წასვლა ამ დრომდე არ სურდა, მაგრამ გოლკიპერს მოსწყინდა მახვეწარის როლში ყოფნა. აი, რა განაცხადა კასილიასის აგენტმა კარლო კუტროპიამ:

"რომას"
მხრიდან ინტერესი ძალიან გვხიბლავს, ეს ხომ ძალიან მაღალი კლასის გუნდია. "რომა" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო ფანები ძალიან მხურვალედ უჭერენ გუნდს მხარს. რომი ჩვენ მოგვწონს".

თუკი 34 წლის მეკარე "რომაში" გადავა, სასწრაფოდ მოსაძებნია მისი შემცვლელი. დიახ, მოსაძებნი, რადგან ბოლო ცნობებით, დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა გადაიფიქრა. დე ხეას 2016 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან და შემდეგ სრულიად უფასოდ შეუძლია წასვლა.

"რეალი" მასში 20 მილიონი გირვანქის გადახდას არ აპირებს, ეძვირება. "სამეფო კლუბი" მხოლოდ 13 მილიონზეა თანახმა. ამ თანხად მისი გაყიდვა მანჩესტერელებს არ სურთ.

კოსტარიკელი კეილორ ნავასი კი შეძლებდა 1 სეზონით (სანამ დე ხეა "რეალს" უფასოდ ერგება), მაგრამ "რეალის" "ბედად", მან საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. ამბობენ, "რეალი" სარეზერვო ვარიანტად "ლევერკუზენის" ბერნდ ლენოს ყიდვას აპირებსო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არასდროს ვყოფილვარ რეალის ფანი,პირიქით,თუმცა მაგრად მიკვირს რატო ამოიღეს ეს კაცი თვალიდან,მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალი კლასის მეკარე...
qob-10
18:43 29-06-2015
0
უბრალოდ სირცხვილია რა იკერს ასე რატო ექცევიან ვერ ვხვდები, არ ვარ რეალის ქომაგი მარა ეს მეკარე ვთვლი რო ბოლო წლების საუკეთესოა და არ იმსახურებს ამას
beqa
12:08 29-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული