ტრეზეგე იუვეს გამორიცხავს

AutoSharing Option
"ერკულესისი" ფრანგი ფორვარდი დავიდ ტრეზეგე გამორიცხავს "იუვენტუსში" დაბრუნების შესაძლებლობას. 33 წლის ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მის ყოფილ კლუბს არ დაუბრუნდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი "ბებერი სინიორას" ხელმძღვანელობა მას დაუკავშირდება. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსს" შეტევაში პრობლემები აქვს წამყვანი ფორვარდების ტრავმების გამო. "ბიანკონერი" ნამდვილ კრიზისშია, მას შემდეგ, რაც "ჯენოამ" ცხვირწინ ააწაპნა "უდინეზეს" ფორვარდი ანტონიო ფლორო ფლორესი.

შეგახსენებთ, რომ ტრეზეგემ ზაფხულში დატოვა "იუვენტუსი" და "ერკულესში" გადავიდა: "იუვე" მუდამ ჩემს გულში იქნება, მაგრამ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ესპანეთში. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ძალზე საჭირო გამოცდილება
მივიღე და "ერკულესში" გადასვლას არ ვნანობ. "იუვენტუსს" კი წარმატებას ვუსურვებ და სამეულში მოხვედრას", - განუცხადა ტრეზეგემ "ტუტოსპორტს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული