სევილია იყიდის, მაგრამ...

AutoSharing Option
"სევილიას" პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდო არ გამორიცხავს, რომ კლუბი იანვარში რამდენიმე ფეხბურთელს შეიძენს, ოღონდ ერთი პირობით - ანდალუსიელთა პრეზიდენტი ფულის ფლანგვას არ აპირებს, შეიძენენ მხოლოდ საჭირო ფეხბურთელს შესაბამის ფასად.

დელ ნიდო გრეგორიო მანსანოს ფინანსურ მხარდაჭერას შეჰპირდა. "სევილიაში" გადასვლასთან ეს ფეხბურთელები არიან ახლოს: სალი მუნტარი ("ინტერი) და ანტონი ანანი ("როსენბორგი").

"გუნდის მიზნები ისევ ძველია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში კარგად არ ვითამაშეთ. კარგად მახსოვს, რომ 2007/08 წლების სეზონის მეორე ნახევარში 40 ქულა დავაგროვეთ. გუნდი იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რაც გულშემატკივრებს
სურთ და ვერც იმ შედეგს აჩვენებს, რაც თითოეული ჩვენთაგანის სურვილია, მაგრამ წინ მთელი ნახევარია", - ოპტიმისტურადაა განწყობილი კლუბის პრეზიდენტი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული