მილიტო: გვარდიოლამ დამტოვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა მცველმა გაბრიელ მილიტომ ახსნა თუ რატომ არ დატოვა კლუბი და არ გადაბარგდა "მალაგაში", როცა კონტრაქტის თითქმის ყველა დეტალი ანდალუსიელებთან შეთანხმებული იყო.

მილიტო მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება ხოსეპ გვარდიოლას ნათქვამის შემდეგ შეიცვალა: "მე აქედან წასვლა კი არა თამაში მსურს. ამიტომ ჩემთვის დიდებული ამბავი იყო, როცა გავიგე, რომ გვარდიოლას ჩემი წასვლა არ სურდა. ჩემპიონატის მეორე ნახევარში თამაში მომიწევს და მთავარი ესაა", - განაცხადა 30 წლის მცველმა.

მილიტომ "ბარსას" საჩემპიონო შანსებზეც ილაპარაკა: "ძალიან გ
ამიკვირდა "რეალმა", რომ ქულები დაკარგა "ალმერიასთან". ჩვენ ხომ ამ კლუბს 8:0 მოვუგეთ. "რეალმა" ქულები დაკარგა, მაგრამ მეტჯერ ეს აღარ მოხდება, თუმცა ახლა ერთი პლუსი გვაქვს - ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ დამოკიდებული."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული