რობერტო მარტინესი: ისევ ევროპისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონისგან" წინა სეზონში ყველა უფრო მეტს ელოდა, მაგრამ რობერტო მარტინესის ბიჭებმა სეზონი ჩააგდეს. ამას თავად ახალგაზრდა მწვრთნელი იმას აბრალებს, რომ გუნდმა საშინაო არენის გარდა, ევროსარბიელზე თამაშსაც ვერ გაუძლო, მაგრამ ამავდროულად, მიზნად ევროზონაში დაბრუნებას ისახავს.

"ახდენს თუ არა ევროპალიგაზე თამაში გავლენას პრემიერლიგაზე? რასაკვირველია ახდენს. თუმცა ჩვენი მიზანი სწორედ ევროტუნრირის საგზურის მოპოვება იქნება. მენტალურად და ყოველმხრივ უფრო მომზადებულნი უნდა შევხვდეთ ახალ სეზონს.

ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, როდესაც ხუთშაბათს რუსეთში უნდა გაემგზავრო, ითამაშო, შემდეგ დაბრუნდე და კვირას ადრეული შეხვედრა ჩაატარო "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ
იუნაიტედთან". შეუძლებელია ამან გუნდზე არ იმოქმედოს. თუმცა ყველაფრისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ" - ამბობს ესპანელი.

მოგეხსენებათ, მარტინესი ჯერ კიდევ წინა ზაფხულს და გასულ ზამთარს წუწუნებდა, შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას ვსაჭიროებთო და ახლაც იგივე აზრზეა, მაგრამ "კანფეტები" ჯერჯერობით, სატრანსფერო ბაზარზე ვერ აქტიურობენ.

თუმცა დრო ჯერ კიდევ საკმარისად არის, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. იქამდე კი მერსისაიდელები აზიური ტურნეთი შეიქცევენ თავს, სინგაპურში პრემიერლიგის აზიის თასი თამაშდება და სადაც "ევერტონის" პირველი მეტოქე "სტოკია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული