28 წლის მეკარესთან კონტრაქტი 5-წლიანია და როგორც ესპანური მედია წერს, გარიგება მადრიდულ გუნდს 6 მლნ ევრო დაუჯდა. კასილიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გუნდს ავსტრალიურ შეკრებაზე შეუერთდება.
კასილიამ, რომელიც "სამეფო კლუბის" აღზრდილია, მადრიდული გრანდი 2008 წელს დატოვა და მას შემდეგ კატალონიურ გუნდში ასპარეზობდა.
პრიმერას გასულ სეზონში მეკარემ 37 მატჩი ჩაატარა., გაუშვა 48 გოლი, მიიღო ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.