არანორმალურად ძვირი - "რეალი" პსჟ-ს რონალდოში მილიარდ ევროს სთხოვს

AutoSharing Option
მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ მადრიდის "რეალი" ან კრიშტიანო რონალდოს გაყიდის, ან გარეთ ბეილს, ისევ გრძელდება. ბოლო დროს უფრო პორტუგალიელზეა აქცენტი და მას ხან "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, ხანაც "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ.

მეტიც, კულუარული ინფორმაციით, პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ-ალ ხელაიფი პირადადაც შეხვედრია ფლორენტინო პერესს და შეთავაზებულ 120 მილიონ ევროზე უარი მიუღია.

პერესს უთქვამს, რონალდოს გაყიდვა არ გვინდა, ხოლო თავად კრიშტიანო წასვლას თუ ისურვებს, მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოგიწევთო, ეს თანხა კი... მილიარდი ევროა.

ალ-ხელაიფის ამდენი ფული აქვს, მეტიც, მაგრამ პორტუგალიელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად,
ერთ ტრანსფერში ამდენის გადახდა არარეალურია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Erti tetri ar unda daaklin:-)
kaxa
12:59 28-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული