"ბეტისმა" ესპანეთის თასის საპასუხო მატჩში "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა (პირველი შეხვედრა კატალონიელებმა 5:0 მოიგეს) და ხოსეპ გვარდიოლას გუნდის წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომელიც 28 მატჩს ითვლიდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე "ბარსელონამ" ბოლოს 11 სექტემბერს პრიმერადივიზიონში დათმო თამაში: "ერკულესმა" ჩემპიონატის ლიდერი სტუმრად 2:0 დაამარცხა.