მოურინიომ შესაძლოა ზაფხულში "რეალი" დატოვოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს, რადგან ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერას ვერ გრძნობს.

პორტუგალიელი, რომელიც "გალაქტიკოსთა" სათავეში 2010 წლის ზაფხულში მივიდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა. მოურინიო უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ კლუბმა უარი თქვა ფორვარდ უგო ალმეიდას შეძენაზე, რომლის ყიდვაც თავად სურდა და არც ფერნანდო ლორენტე გადმოიბირა ბილბაოს "ატლეტიკიდან".

47 წლის სპეციალისტის შესაძლო მომავალ კლუბად "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი", ასევე მილანის "ინტერი" სახელდება. წასვლის შემთხვევაში მოურინიო ვალდებული იქნება "რეალს" კომპენსაცია
გადაუხადოს, რადგან მისი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში იწურება.


მომზადებულია AS-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული