ალი-საედი ახლა "რასინგს" მიადგა

AutoSharing Option
ინდოელი ბიზნესმენი აშან ალი-საედი "რასინგის" შესყიდვის შესახებ გარიგების უახლოეს ორშაბათს დასრულებას გეგმავს. გასული წლის ბოლოს ალი-საედი "ბლექბერნის" შეძენას გეგმავდა, მაგრამ ინგლისელთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

"რამდენიმე ქვეყნის ვარიანტი განვიხილე და არჩევანი "რასინგზე" შევაჩერე, რომელიც ჩემს ბიზნესსტრატეგიას შეესაბამება და დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩემთვის საფეხბურთო კლუბის შესყიდვა უბრალოდ კომერციული პროექტი არ არის. ყოველთვის ვოცნებობდი გუნდის მფლობელი ვყოფილიყავი და მისი მატჩებისთვის ტრიბუნიდნ მეყურებინა", - თქვა ალი-საედმა.

მომზადებულია El Diario Montanes-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული