"რეალი" დე ხეაში 25 მლნ ფუნტს იხდის, "იუნაიტედი" 35 მლნ-ს ითხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" მზადაა, მეკარე დავიდ დე ხეას სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 25 მლნ ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს, თუმცა ეს უკანასკნელი 35 მლნ-ს ითხოვს.

მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ესპანელი მეკარის გაყიდვის სურვილით ნამდვილად არაა შეპყრობილი, მაგრამ თუკი ესპანური კლუბის წარმომადგენლები მანკუნიანელთა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს უკანასკნელნი 24 წლის გოლკიპერს შეელევიან.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყოველი შემთხვევისთვის დე ხეას შესაძლო შემცვლელი მოიძია. ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ მანჩესტერული გუნდის ჰოლანდიელი თავკაცი თავის თანამემამულესა და კოლეგას "აიაქსში", ფრანკ დე ბურს შეეხმიანა და ამსტერდამელთა მეკარე იასპერ
სილესენით დაინტერესების შესახებ ამცნო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული