რაც უნდა გაგვეკეთებინა, გავაკეთეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის თასის საპასუხო მატჩი "ატლეტიკოსთან" (1:0, პირველი მატჩი 3:1) შეაფასა.

"რეალმა" კარგი მატჩი ჩაატარა. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვკეთებინა იმისთვის, რომ შემდეგ რაუნდში გავსულიყავით. ამჯერად სხვაგვარად თამაში მსურდა, იმიტომ რომ პირველი მატჩში 3:1 მოვიგეთ.

ვიცოდი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით თუ გოლს არ გავუშვებდით.

სათასო თამაშები ჩემპიონატის თამაშებისგან განსხვავადება. როდესაც გუნდს მორიგი შეხვედრისთვის ვამზადებ, ყოველთვის ვფიქრობ, რა იქნება მისთვის უკეთესი. ამჯერად დი მარიას და მარსელოს გამოყენება გადავწყვიტე (ორი ძალიან დისციპლინირებული ფეხბურთელი ტაქტიკური თვალსაზრისით) ფლანგებზე, რათა
კრიშტიანუსთვის მოქმედების მეტი თავისუფლება მიმეცა. რადგანაც გავიმარჯვეთ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

მსოფლიო ჭორებითაა სავსე და ისინი ყოველთვის სიმართლე არაა. ჩემს მომავალზე სეზონის ბოლოს ვილაპარაკებთ. კონტრაქტი ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. თუ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება, თანამშრომლობა გაგარძელდება. თუ ეს არ იქნება,  ისინი ერთმანეთს დაემშვიდობებიან", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული