კონკო, უკან ''ჯენოაში''

AutoSharing Option
"სევილიას" მცველი აბდულაი კონკო ქვეყანას გამოიცვლის - ის ახლოსაა "ჯენოაში" გადასვლასთან, იტალიური კლუბი სანაცვლოდ ანდალუსიელებს 6 მილიონ ევროს გადაუხდის. "მარკას" ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია და მხოლოდ ერთი რამ დარჩა, მხარეებმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადონ. 26 წლის მცველის ხელში ჩაგდება "ჯენოას" სატრანსფერო სეზონის გახსნიდანვე სურდა.

კონკოსთვის "ჯენოა" ლამის მშობლიური კლუბია - სწორედ ამ კლუბში თამაშისას გამოიჩინა თავი მან და 2008 წელს "სანჩეს პისხუანზე" ფრანგი დანი ალვეშის შემცვლელად შეიძინეს. მაშინ "სევილიამ" 9 მილიონი ევრო გადაიხადა. მაშინ კონკომ "სევილიასთან" ხუთწლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა, ხოლო მისი
გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენდა. მაგრამ კონკომ ესპანეთში იმედები ვერ გაამართლა და "სევილიაში" დანი ალვეშის სრულფასოვნად შეცვლა ვერ შეძლო.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული