ალტიდორი, ისევ იჯარა

AutoSharing Option
"ვილიარეალის" ამერიკელი თავდამსხმელი ჟოზი ალტიდორი, შესაძლოა, ხიხონის "სპორტინგში" აღმოჩნდეს. ასტურიაში ის იჯარის წესით გადავა, რათა მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს. ალტიდორმა ვერადავერ მოიკიდა ფეხი "ვილიარეალში", ძირითადში მუდამ ნილმარი და ჯუზეპე როსი თამაშობდნენ, ბრაზილიელის ტრავმის შემდეგ კი მარკო რუბენი გამოჩნდა.

"სპორტინგის" თავკაცი მანოლო პრესიადო მიიჩნევს, რომ ალტიდორი მათ პრობლემებს შეტევაში აუცილებლად მოაგვარებს. "სპორტინგის" სამმა თავდამსხმელმა, დავიდ ბარალმა, გასტონ სანგოიმ და მატე ბილიჩმა ჯამში სულ სამი გოლი გაიტანა ამ სეზონში. ალტიდორმა "ვილიარეალის" შემადგენლობაში ამ სეზონში 13 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ეს პირველი შემთხვევა
არ იქნება, როცა "ვილიარეალი" ამერიკელს იჯარით გაასხვისებს, ერთხელ მან "ჰალ სიტიში" ითამაშა, ერთხელაც - "ხერესში".





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული