შესაძლოა, იანვარში "ბარსელონა" თავდამსხმელითა და ნახევარმცველით გაძლიერდეს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, შემადგენლობა ახალი ფეხბურთელებით გააძლიეროს, - ამის შესახებ AS იუწყება.

წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბში თავდამსხმელისა და ნახევარმცველის შეძენაზე ფიქრობენ და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ საკითხს კლუბის სპორტულ დირექტორთან, რობერტ ფერნანდესთან განიხილავს.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ლუის ენრიკეს "სელტას" ფორვარდის, ნოლიტოს გადაბირება ძალიან სურდა, მაგრამ იმავე ფერნანდესისა და კლუბის სხვა ხელმძღვანელთა მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. "ბარსელონაში" ბევრი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის გუნდს გაძლიერება არ სჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული