"ბარსელონას" მცველი კარლეს პუიოლი ისევ დაშავდა. ფეხბურთელს მარცხენა მუხლზე პრობლემები აქვს. პუიოლმა ფეხზე ტკივილი პრიმერადივიზიონის 20-ე ტურში, "რასინგთან" შეხვედრის პირველ ტაიმში იგრძნო და შესვენებაზე შეცვალეს.
მცველი ალბათ ვერ მიიღებს მონაწილეობას ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ალმერიას" წინააღმდეგ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
.