სარაგოსას პირველი ტრანსფერი

AutoSharing Option

"სარაგოსაში" მატებაა, არაგონულმა კლუბმა ოფიციალურად გაიფორმა "სენტ ეტიენის" ნახევარმცველი გირეინ ნდავი. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ნდავი "სარაგოსაში" იჯარის წესით ითამაშებს. 26 წლის ფეხბურთელი ხავიერ აგირეს პირველი შენაძენია ზამთრის სატრანსფერო სეზონში. სენეგალელი "სენტ ეტიენში" "ნანტიდან" გადავიდა ჯერ იჯარით, შემდეგ კი ნამდვილი ტრანსფერით. სენეგალის ნაკრებში ნდავს 31 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. აფრიკელი უკვე მომავალი ტურის მატჩში ითამაშებს, "მალაგას" წინააღმდეგ.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული