ლა ლიგა. V ტური: "ბარსელონა" აგებს და ესპანეთის ჩემპიონატს ტოვებს? [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონა" ვიგოში "სელტასთან" შერცხვა, მადრიდის "რეალმა" კი სტუმრად ბილბაოში ბენზემას დუბლით მოიგო. "ვალენსიას" კრიზისი ღრმავდება, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ყოჩაღობს, ხოლო დევიდ მოიესმა ანდალუსიაში მოგებით თავი გადაირჩინა...


"ატლეტიკოს" ტვინი
ფერნანდო ტორესს შეეძლო "ატლეტიკოს" მაისურით მე-100 გოლის გატანა, მაგრამ "ხეტაფესთან" 2:0 მოგებულ დერბიში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ის ჯექსონ მარტინესით ჩაანაცვლეს. სამაგიეროდ, იყოჩაღა ფრანგმა ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა, ვის ანგარიშზეც დუბლია.

"ხეტაფე" სუსტია და "ატლეტიკოს" საჯილდაო ქვად ვერ გამოდგება, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდი სულ უფრო ამტკიცებს, რომ მიზანი ამჯერადაც სერიოზული ექნება - თუნდაც, ჩემპიონის
ტიტულისთვის ბრძოლა. მართალია, დუბლი გრიზმანის ანგარიშზეა, მაგრამ არგენტინელმა თავკაცმა სულ სხვა ფეხბურთელი შეაქო.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტიაგო მენდეში "ატლეტიკოსთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ჩვენს შუა ხაზში ტვინის როლს თამაშობს. ტიაგო არა მარტო განსაზღვრავს ჩვენი თამაშის სტილს, ის გრძნობს, როდის, რა უნდა შეიცვალოს "ატლეტიკოს" თამაშში. ეს თვისებები მას ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად დაუგროვდა, როცა მოედანზე ტიაგო გამოჩნდა, სირთულეები, თითქოს, არც იყო - სადღაც გაქრა. გუნდმა ბურთიც ხელში ჩაიგდო და თამაშის სადავეებიც".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნუნუს გასაჭირი და მოიესის შვება
"ვალენსია" "ესპანიოლს" ესტუმრა და ლა ლიგაში სეზონის პირველი მარცხი დათმო - 0:1. ნუნუს კარში გოლი "ვალენსიას" მცველთა ელემენტარული შეცდომის წყალობით გავიდა, რომელთაც ვიქტორ ალვარესს ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაატანინეს. არადა, ეს "ვალენსიას" სულ მეორე გაშვებული ბურთია სეზონში. ნუნუმ თამაშისთვის სერიოზულ როტაციას მიმართა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამან არ გაამართლა.

ნუნუ (ვალენსია): "ამ მარცხში არავის დავადანაშაულებ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და სირთულეებსაც სოლიდარობით დავძლევთ. არასოდეს მეპარებოდა ეჭვი ჩემს ფეხბურთელებში და ეს არც ახლა მოხდება. ჩვენი მეგობრობა ყველაფერზე წინაა".
დევიდ მოიესს საქმეები არცთუ კარგად მისდიოდა, თუმცა მისმა "სოსიედადმა" სტუმრად უშანსოდ მოუგო "გრანადას". ანდალუსიელები 3 გოლით იმანოლ აგირეჩემ დასაჯა, რომლის გმირობა იმ დღეს ევროპაში ლევანდოვსკის პენტა თრიკმა გადაფარა.

როგორი იქნება კატალონიის ჩემპიონატი
ტური იქით იყოს და ესპანეთის პირველობას დაშლის საფრთხე აშკარად დაემუქრა. თუკი კატალონია ესპანეთიდან გამოყოფას გადაწყვეტს, იმავე გზას კატალონიური კლუბებიც დაადგებიან. ესპანეთის პირველობა "ბარსელონას" გარეშე კი ძნელად წარმოსადგენია.

მაგრამ, აი, რას ამბობს ლუის ენრიკე: "ცვლილებები ყველა სფეროს შეიძლება, შეეხოს და მათ შორის ფეხბურთს. ასე რომ, შესაძლოა, ოდესმე "ბარსამ" კატალონიის ჩემპიონატში ითამაშოს".

ესპანეთის საფეხბურთო მამების, ხავიერ ტებასის (საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი) და მიგელ კარდენალის (ესპანეთის სპორტის კავშირის შეფი) განმარტებით, თუ კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გავა, კატალონიური კლუბები აღარ ითამაშებენ ესპანეთის პირველობაზე.

როგორი შეიძლება იყოს კატალონიის ლიგა? "ბარსას" და "ესპანიოლის" გარდა, იქ ითამაშებენ: "ლიაგოსტერა", "ოსპიტალეტი", "ბადალონა", "საბადელი", "ლეიდა", "ჟიმნასტიკი", "ჟირონა" და სხვები...

ლა ლიგა. V ტური
23 სექტემბერი
სელტა-ბარსელონა 4:1
გოლები: 1:0 ნოლიტო (26), 2:0 ასპასი (30), 3:0 ასპასი (56), 3:1 ნეიმარი (80), 4:1 გუიდეტი (83)
სელტა (4-4-2): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, გომეს სოლა, ხონი - ორელიანა, ა. ფერნანდესი, რადოია (76. პ. ერნანდესი), ნოლიტო - ვასი (85. პლანასი), ასპასი (78. გუიდეტი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიო - ს. რობერტო (58. ელ ჰადადი), ბუსკეტსი (66. რაკიტიჩი), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: მალიო, გომესი - ბუსკეტსი, ნეიმარი
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 19-4; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 18-18 (5-7); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 23 311
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევანტე-ეიბარი 2:2
გოლები: 0:1 ბასტონი (10), 0:2 ბასტონი (48), 1:2 მორალესი (52), 2:2 დეივერსონი (93)
ლევანტე (5-3-2): რუბენი - მორალესი, ტრუხილიო, ფედალი, ხუანფრანი (40. რუბენ გარსია), ტონიო - ხოსე მარი, ვერსა (40. კამარასა), ლერმა (57. დეივერსონი) - ღილასი, ვ. კასადესუსი
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა - ესკალანტე, დ. გარსია - კეკო (61. ს. ბერხონი), ადრიანი, ინუი (72. ეკიზა) - ბასტონი
გაფრთხილება: მარი, დეივერსონი - ჟუნკა, ბასტონი, ესკალანტე, კაპა, ეკიზა
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12-10 (2-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 8 000

ვალეკანო-სპორტინგი 2:1
გოლები: 1:0 ტრაშორასი (40-პენ), 2:0 გერა (48), 2:1 ხონათანი (49)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ნ. მარტინესი, ამაია, დ. ლორენტე, რაცი - ბაენა, ტრაშორასი - ბებე (64. ბანგურა), იოსაბედი, პ. ერნანდესი (27. ემბარბა) - გერა (72. მანუშო)
სპორტინგი (4-4-2): ალბერტო - ლ. ერნანდესი, მერე, ესპინოსა, კანელია - ჰალილოვიჩი, ომარი, აიტ-ატმანე (64. ს. ალვარესი), ხონათანი - გერერო (72. კასტრო), სანაბრია (43. ლორა)
გაფრთხილება: ბაენა, მარტინესი - ესპინოსა, კანელია
გაძევება: ესპინოსა (39)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-5 (6-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 11 225

ბილბაო-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (19), 1:1 საბინი (67), 1:2 ბენზემა (70)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე (72. მ. რიკო), ბენიატი (85. კ. სოლა) - სუსაეტა (78. ი. გომესი), რაულ გარსია, საბინი - ადურისი
რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი - ისკო (72. ხესე), კოვაჩიჩი (89. ლ. ვასკესი), რონალდო - ბენზემა (80. კაზემირო)
გაფრთხილება: ბენიატი, დე მარკოსი, გომესი, გარსია - რონალდო, პეპე, კროოსი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-22 (5-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 43 387
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლას პალმასი-სევილია 2:0
გოლები: 1:0 მესა (30), 2:0 ალკარასი (76)
ლას პალმასი (5-3-2): ვარასი - სიმონი, ალკარასი, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო - მესა (30. ელ-ჟარი), ერნანი, ვაკასო - ვიერა (78. კულიო), ს. არაუხო (82. ვ. გომესი)
სევილია (4-4-2): რიკო - კოკე, ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრონ-დელი, კრისტოფორო (59. რეიესი), კრიხოვიაკი, იბორა - ფ. ლორენტე (66. ვიტოლო), იმობილე (55. გამეირო)
გაფრთხილება: ვაკასო, აიტამი, ბიგასი - ლორენტე, იბორა, გამეირო, კრონ-დელი, რეიესი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 12-17 (4-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 19 733

მალაგა-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 ტისონე (71 ს.კ.)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა (89. ხუან კარლოსი) - ტისონე, რესიო - ორტა (76. ტიგადუინი), ანიორი (55. კოპი), დუდა - შარლესი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - რუკავინა, მარიო გასპარი, ბაილი, იოკიჩი - სამუელი, პინა (62. ბრუნო სორიანო), ჯონათან დოს სანტოსი (68. ტრიგეროსი), დ. სუარესი - ლეო ბაპტიშტაო, ადრიანი (10. ნ. ლეივა)
გაფრთხილება: რესიო, ბოკა - დოს სანტოსი, ბაილი, სუარესი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-8 (4-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 18 647

ხუთშაბათი. 24 სექტემბერი
ბეტისი-დეპორტივო 00:00

ბომბარდირები: 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი),ნოლიტო (სელტა); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სუფთა აფსუა სეპარატისტები; იმედია ესპანიოლი ითამაშებს დედა ესპანეთის ჩემპიონატში
Mamuka
11:15 25-09-2015
0
სუფთა აფსუა სეპარატისტები არიან; იმედია ესპანიოლი ცხუმივით მოიქცევა და დედა ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს; ინიესტა ესპანელი, ლუის ენრიკე ესპანელი, მესი იტალიური ფესვებით არგენტინელი; პუიოლის მამა მაგათი ხაჯიმბა და ბაბუა არძინბა იყო
mateo
10:57 25-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული