მსურს "ვალენსიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ხუან მატამ "ვალენსიასთან" კონტრაქტი ორი სეზონით გააგრძელა და "ღამურების" რიგებს 2014 წლის ივნისამდე დაიცავს.

ასობით გულშემატკივრის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ არ ელოდა თუ ასე თბილად მიიღებდნენ, როდესაც 2007 წელს "ვალენსიაში" მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული აკდემიიდან გადავიდა.

"სიმართლე გითხრათ, მსგავსს არაფერს ველოდი. ეს არასდროს დამავიწყდება. კლუბში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მოვედი. სულ რაღაც სამი წელი გავიდა და უკვე კონტრაქტის გაგრძელებას ამდენი ხალხის წინაშე ვზეიმობ. ვიცი, რომ ძალიან რთული იქნება, მაგრამ "ვალენსიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს.
პლეიოფში უკვე გავედით, თუმცა "შალკესთან" დუელში ბევრი ოფლის ღვრა მოგვიწევს", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა.

მეტოქეთა პირველი მატჩი 15 თებერვალს ესპანეთში შედგება, საპასუხო დაპირისპირება კი 9 მარტს გერმანიაში გაიმართება.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული