ესპანეთში "რეალის" შესაძლო შენაძენებთან დაკავშირებით ახალი ვარაუდები ჩნდება. "სამეფო კლუბის" უახლოეს მიზნად "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, ემანუელ ადებაიორს ასახელებენ, რომლის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა იგეგმება. გრძელვადიან გეგმებად კი "ატლეტიკოს" ფორვარდის, სერხიო აგურეოსა და ბილბაოს "ატლეტიკის" ფერნანდო ლორენტეს შეძენა სახელდება.
"გალაქტიკოსთა" ხელმძღვანელობა 45 მილიონ ევროს გამოჰყოფს და ივნისში სერხიო აგუეროს ტრანსფერის განხორციელებას ეცდება. ლორენტეს გადმოსაბირებლად კი თანხა იმ შემთხვევაში გამოიყოფა თუ მიმდინარე წლის ზაფხულში "რეალი" ფორვარდ ქარიმ ბენზემას გაყიდვას შეძლებს.
მომზადებულია Cadena SER-ის მიხედვით
.