როსი "ვილიარელში" რჩება

AutoSharing Option
"ვილიარეალის" თავდამსხმელი ჯუზეპე როსი კლუბს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. 23 წლის ფორვარდი უახლოეს ხანში ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, რომლის ვადაც 5 წელზე იქნება გათვლილი. ასე, რომ როსი ესპანური გუნდის შემადგელობაში ასპარეზობას 2016 წლის 30 ივნისამდე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის მიმართ ინტერესს მთელი რიგი ევროპული კლუბები, მათ შორის "ტოტენჰემი" იჩენდა.

ფორვარდი "ვილიარეალში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. ესპანეთში თამაშის მანძილზე როსიმ 66 გოლი გაიტანა, მათგან 44 პრიმერადივიზიონში, 13 ევროთასებზე და 9 ესპანეთის თასზე.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული