დანი ალვეშმა ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი დანიელ ალვეში ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა. დღეს ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. ასე, რომ ალვეში ესპანეთის თასის ½ ფინალის პირველ მატჩში "ალმერიასთან" მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მცველს მუხლის მყესები ჰქონდა დაშავებული. ამასთან, ვარჯიში განაახლა თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმაც, რომელსაც გუშინ მუცელზე ჰქონდა პრობლემები.

კატალონიელთა ლაზარეთში რჩებიან მცველი კარლეს პუიოლი , რომელიც მინიმუმ 2 მომავალ შეხვედრას გამოტოვებს ბარძაყის ტრავმის გამო და ჰავბეკი ისააკ ხეფრენი.


მომზადებულია AS-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული