დელ ბოსკეს ნაკრებთან კონტრაქტი ევრო 2016-ის დასრულებისთანავე ეწურება, არსებული ინფორმაციით კი, მის გახანაგრძლივებას 64 წელს მიღწეული სპეციალისტი აღარ აპირებს.
რაც შეეხებათ პრეტენდენტებს, გამოცემა AS-ის ცნობით, მთავარ კანდიდატად "სევილიას" დამრიგებელი უნაი ემერი განიხილება. ემერის კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.